воскресенье, 10 сентября 2017 г.



ტრენინგის მეეცხრე დღე


განვიხილეთ მე-8 მოდული. ვისაუბრეთ პრეზენტაციის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებზე, ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავაკეთეთ უკუკავშირი და შევაჯამეთ ტრენინგი.
ინტელის სასწავლო კურსი გულისხმობს გრძელვადიანი პროექტით სწავლების შესწავლას.
განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის თითოეული მოდულის მთავარი საკითხები.

მოდული 1. პროექტებით სწავლება: პორტფოლიოს გაცნობა; სტატიის მომზადება და მისი გაცნობა; 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები; საპროექტო იდეები.

მოდული 2. ჩემი პროექტის დაგეგმვა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება: სტანდარტების შემუშავება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა საჭოროებების მიხედვით.
მოდული 3. კავშირები ინტერნეტის გამოყენება სწავლა- სწავლების პროცესში

უკუკაავშირის მიღება, იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების გამოყენება, ინტერნეტ რესურსების გამოყენება დანერგვა, 21 -ე საუკუნის უნარ -ჩვევების განვითარება.


მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შედგენა. პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით: მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით. მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება.


მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება: უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე, პროექტის გეგმის განახლება, შეფასების ფორმების შედგენა.


მოდული 6. დაგეგმა მოსწავლეთა წარმატებისათვის: დიფერნცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა. მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა.


მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით: კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, დამხმარე მასალების შექმნა. საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით.


მოდული 8. პროექტის პორტფოლიოს ჩვენება .შესწავლილის გაზიარება. ნამუშევრის მომზადება და წარდგენა,ინტელის ძირითადი კურსის შეფასება.

ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მშვენიერ, საღად მოაზროვნე ქალბატონს- დიანა მიქაძეს. თანამშრომლობისათვის, სწავლებისათვის, კომუნიკაციისათვის, ნებისყოფისათვის, დამაჯერებელი, გასაგები საუბრისათვის. ვუსურვებ ქალბატონ დიანას წარმატებებს და კარიერულ წინსვლას.









ტრენინგის მეერვე დღე

                   დღევანდელი  დღის ტრენინგი საინტერესო და ამავდროულად სახალისოც იყო. განვიხილეთ ტვინის ჰემისფეროების დომინირება. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. დიფერენცირებული სწავლება.სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები როგორ ჩავრთოთ პროექტში. ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება, ამოჭრა და ატვირთვა ბლოგზე.
ტრენინგის მეშვიდე დღე

    ტრენინგის მეშვიდე დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გავიარეთ შეფასება და ფასილიტაცია.  ვფიქრობ დღევანდელი მასალა დაგვეხმარება  მოსწავლეთა შეფასებაში.
ტრენინგის მეექვსე დღე

მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ეს დღე ჩემთვის.  ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების წერა. გავიხსენეთ პრეზენტაციის მუშაობის სხვადასხვა უნარ-ჩვევები, ასევე მოსწავლის ნაშრომში კომენტარების გაკეთება. გავიარეთ მოდული ოთხი.
ტრენინგის მეხუთე დღე

   მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ტრენინგის მეხუთე დღე. ტრენერი ღრმად და საფუძვლიანად საუბრობს ყველა მნიშვნელოვან თემაზე.  გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას ,როგორი სახის ინფორმაცია მოვიხმარო და რა დოზით.

ტრენინგის მეოთხე დღე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და და გამოყენებისათვის შეფასების 5 სტრატეგია.
 1.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები.
 2.წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
 3.პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
 4.სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის.
 5.გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
   
     ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა. სურათების ჩატვირთვა.
ტრენინგის მესამე დღე  
                 
                     დღევანდელი დღის  ტრენინგი  მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. გავეცანით  კითხვებს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. რაც დიდად დამეხმარება პროექტის დაწერაში.  გავიგე  და ვფიქრობ ეს ტრენინგი დამეხმარება პროექტის სრულფასოვნად შექმნაში. სურვილი მაქვს კარგად გავიგო მასალა , რომელიც დამეხმარება ჩემს სემდგომ მუსაობასი.









ტრენინგის მეორე დღე.

       საინტერესოდ ჩაიარა ტრენინგის მეორე  დღემ. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. თანმიმდევრულად  დავიცვათ პროექტის განხორციელების ეტაპები. ნათელი წარმოდგენა შემექმნა როგორ შევარჩიო თემა, რა რესურსი გამოვიყენო, როგორ განვახორციელო, როგორ  მოვახერხო მშობლების და დირექციის  ჩართულობა. ჩავტვირთეთ ტრენინგის ჩატარების 9 დღე, სადაც ჩავწერთ თითოეული დღის შთაბეჭდილებებს.






                                                   
ტრენინგის პირველი დღე
 
 დიდი ინტერესით მოველოდი ინტელის ტრენინგის ჩატარებას, რადგან კოლეგების გადმოცემით ვიცოდი, რომ ძალიან საინტერესო და შინაარსიანი  დღეები გველოდა. შედეგმა მართლაც  მოლოდინს  გადააჭარბა, გავეცანით გაკვეთილის გეგმისა და საქაღალდეების შექმნის სტრუქტურას, ვისწავლეთ  პროექტებით სწავლება. გავეცანით ელექტრონული წიგნის შექმნას. ვისწავლეთ ჩანიშვნები, ნავიგაცია. მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო გამოწვევას მივიღებ მისი მოხმარების დროს.  ტრენერმა საინტერესოდ მოგვაწოდა მრავალფეროვანი  ინფორმაცია- მკაფიო და დამაჯერებელი გადმოცემის უნარით,  რომლებიც გამომადგება შემდგომი მუშაობის სრულყოფისათვის.  ვფიქრობ დანარჩენი დღეებიც საინტერესო და შინაარსიანი იქნება.