воскресенье, 10 сентября 2017 г.



ტრენინგის მეეცხრე დღე


განვიხილეთ მე-8 მოდული. ვისაუბრეთ პრეზენტაციის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებზე, ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავაკეთეთ უკუკავშირი და შევაჯამეთ ტრენინგი.
ინტელის სასწავლო კურსი გულისხმობს გრძელვადიანი პროექტით სწავლების შესწავლას.
განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის თითოეული მოდულის მთავარი საკითხები.

მოდული 1. პროექტებით სწავლება: პორტფოლიოს გაცნობა; სტატიის მომზადება და მისი გაცნობა; 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები; საპროექტო იდეები.

მოდული 2. ჩემი პროექტის დაგეგმვა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება: სტანდარტების შემუშავება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა საჭოროებების მიხედვით.
მოდული 3. კავშირები ინტერნეტის გამოყენება სწავლა- სწავლების პროცესში

უკუკაავშირის მიღება, იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების გამოყენება, ინტერნეტ რესურსების გამოყენება დანერგვა, 21 -ე საუკუნის უნარ -ჩვევების განვითარება.


მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შედგენა. პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით: მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით. მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება.


მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება: უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე, პროექტის გეგმის განახლება, შეფასების ფორმების შედგენა.


მოდული 6. დაგეგმა მოსწავლეთა წარმატებისათვის: დიფერნცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა. მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა.


მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით: კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, დამხმარე მასალების შექმნა. საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით.


მოდული 8. პროექტის პორტფოლიოს ჩვენება .შესწავლილის გაზიარება. ნამუშევრის მომზადება და წარდგენა,ინტელის ძირითადი კურსის შეფასება.

ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მშვენიერ, საღად მოაზროვნე ქალბატონს- დიანა მიქაძეს. თანამშრომლობისათვის, სწავლებისათვის, კომუნიკაციისათვის, ნებისყოფისათვის, დამაჯერებელი, გასაგები საუბრისათვის. ვუსურვებ ქალბატონ დიანას წარმატებებს და კარიერულ წინსვლას.









ტრენინგის მეერვე დღე

                   დღევანდელი  დღის ტრენინგი საინტერესო და ამავდროულად სახალისოც იყო. განვიხილეთ ტვინის ჰემისფეროების დომინირება. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. დიფერენცირებული სწავლება.სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები როგორ ჩავრთოთ პროექტში. ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება, ამოჭრა და ატვირთვა ბლოგზე.
ტრენინგის მეშვიდე დღე

    ტრენინგის მეშვიდე დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გავიარეთ შეფასება და ფასილიტაცია.  ვფიქრობ დღევანდელი მასალა დაგვეხმარება  მოსწავლეთა შეფასებაში.
ტრენინგის მეექვსე დღე

მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ეს დღე ჩემთვის.  ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების წერა. გავიხსენეთ პრეზენტაციის მუშაობის სხვადასხვა უნარ-ჩვევები, ასევე მოსწავლის ნაშრომში კომენტარების გაკეთება. გავიარეთ მოდული ოთხი.
ტრენინგის მეხუთე დღე

   მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ტრენინგის მეხუთე დღე. ტრენერი ღრმად და საფუძვლიანად საუბრობს ყველა მნიშვნელოვან თემაზე.  გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას ,როგორი სახის ინფორმაცია მოვიხმარო და რა დოზით.

ტრენინგის მეოთხე დღე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და და გამოყენებისათვის შეფასების 5 სტრატეგია.
 1.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები.
 2.წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
 3.პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.
 4.სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის.
 5.გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
   
     ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა. სურათების ჩატვირთვა.